Accessibility links

სერგეი შამბა აპირებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას


დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. ადგილობრივმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად შამბას ასახელებს. კანდიდატების წარდგენა 27 ივნისს დაიწყო და 17 ივლისს დასრულდება. ამ დროისთვის, სერგეი შამბას მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის გარდა რეგისტრირებულია კიდევ ორი ჯგუფი, რომელთა კანდიდატები დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა არიან. სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოსთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG