Accessibility links

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შექმნა პოლიტიკური კოალიცია


ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც უარი თქვა ხელისუფლებისგან შეთავაზებული საარჩევნო შეთანხმების ხელმოწერაზე, პოლიტიკური კოალიცია ”თავისუფალი არჩევანი” შექმნა. ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დღეს გააცნეს რესპუბლიკური, ხალხის, კონსერვატიული პარტიების, ეროვნული ფორუმის, პარტია საქართველოს გზისა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებმა. ლოზუნგით ”არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და არა მილიონი ლარი”, კოალიცია აცხადებს, რომ ”იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არჩევნების გზით შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, შექმნას კოალიციური მთავრობა, ქვეყანაში დაასრულოს პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მრავალპარტიული დემოკრატია და უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.“ ახალი პოლიტიკური კოალიცია კოორდინირებულად იმოქმედებს სამოქალაქო მოძრაობასთან ”თავისუფალი არჩევანისთვის."
XS
SM
MD
LG