Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაციები


სირიელი აქტივისტების განცხადებით, პარასკევს ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰამაში და რამდენიმე სხვა ქალაქში ჩატარებულ დემონსტრაციებში, რომლებიც მიმართული იყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ. აქტივისტებისა და თვითმხილველების მონაცემებით, უშიშროების ძალებმა, სულ ცოტა, 14 დემონსტრანტი დახოცეს დედაქალაქ დამასკში, ქალაქ ჰომსში და იდლიბის პროვინციაში. იუწყებიან ასევე, რომ სირიამ შეერთებული შტატები დაადანაშაულა მის საშინაო საქმეებში ჩარევაში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ელჩი ქალაქ ჰამაში ჩავიდა საპროტესტო აქციებში მონაწილეებთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG