Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის მთავრობას აკისრებენ პასუხისმგებლობას ჟურნალისტის მკვლელობაზე


უმაღლესი რანგის ამერიკელი სამხედრო სარდლის განცხადებით, პაკისტანის მთავრობაში მყოფი ზოგი პირის მიერ სანქცირებული იყო მკვლელობა პაკისტანელი ჟურნალისტისა, რომელიც ატარებდა გამოძიებას ქვეყნის უშიშროების სამსახურების საქმიანობაში გასარკვევად. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა მაიკ მალენმა გუშინ, პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე უთხრა ჟურნალისტებს, რომ მაისში მომხდარი მკვლელობა სანქცირებული იყო მთავრობის მიერ, თუმცა ვაშინგტონს ხელთ არა აქვს მტკიცებულებები, რომლებიც მთავრობის რომელიმე კონკრეტულ უწყებასთან დააკავშირებდა პაკისტანელ ჟურნალისტ სალიმ შაჰზადის მკვლელობას. შაჰზადი, რომელიც ჰონ-კონგში დაფუძნებულ საინტერნეტო გამოცემა „ეიჟა ტაიმს ონლაინის“ კორესპონდენტი იყო, ისლამაბადში გაუჩინარდა 29 მაისს. ორი დღის შემდეგ ის მოკლული იპოვეს. პაკისტანმა დღეს მწვავედ გააკრიტიკა ამერიკელი გენერლის განცხადება.
XS
SM
MD
LG