Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა


სამხრეთი სუდანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს დედაქალაქ ჯუბაში იმართება საზეიმო ღონისძიებები, რომელთა მონაწილეებს შორისაც არიან სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი. სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობა მოჰყვა ჩრდილოეთ სუდანთან მრავალწლიან კონფლიქტს, რომელსაც 1,5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჯუბაში ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე (თბილისის დროით, 1 საათზე) დაიწყო დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ზეიმი. სამხრეთი სუდანი გახდა მსოფლიოში 193-ე სახელმწიფო, რომელსაც გაერო აღიარებს.
XS
SM
MD
LG