Accessibility links

logo-print

საია-ს ადვოკატები აღარ დაიცავენ გედენიძეების ინტერესებს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადვოკატები აღარ დაიცავენ ფოტორეპორტიორების, ირაკლი და ნათია გედენიძეების ინტერესებს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საია-ს ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა წუხელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას ე.წ. მოდულის შენობიდან გადასცეს გედენიძეების განცხადებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ისინი ითხოვენ საია-ს ადვოკატების აცილებას და თავიანთი უფლების დაცვას ანდობენ ადვოკატ ცოტნე ცანავას.
XS
SM
MD
LG