Accessibility links

logo-print

ავღანეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა ორი ნატოელი სამხედრო დახოცა


ავღანეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა ცეცხლი გაუხსნა, საერთაშორისო არმიის ფანჯშარის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზის სამხედროებს და ნატოს კოალიციის ორი ჯარისკაცი დახოცა და ერთი დაჭრა. პოლიციის ხელმძღვაენელმა, ყასიმ ჯუნგლებაღმა როიტერსს უთხრა, რომ თავდასხმელს ჰქონდა პისტოლეტი, გახსნა ცეცხლი და დახოცა ორი ჯარისკაცი, რომლებიც პროვინციის აღდგენის ჯგუფში ირიცხებოდნენ. მანვე დაჭრა მესამე ჯარისკაცი, რომელმაც საპასუხო ცეცხლით მოკლა თავდამსხმელი, უშიშროების ეროვნული დირექტორატის აგენტი. საერთაშორისო ჯარმა დაადასტურა, რომ იყო სროლა, რომ არის მსხვერპლი, მაგრამ დეტალებზე არაფერი უთქვამს.
XS
SM
MD
LG