Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამ ფოტორეპორტიორს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ჯაშუშობაში ბრალდებული 4 ფოტორეპორტიორიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისიტრომ განაცხადა, რომ სამი ფოტორეპორტიორი, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში არიან ეჭვმიტანილი. სამინისტროს თანახმად, ევროპის პრესის ფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი, ზურაბ ქურციკიძე სხვა ორი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს აწვდიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. მისივე ცნობით, მათი სახლების გაჩხრეკის დროს მიაგნეს პრეზიდენტის შენობის გეგმის ასლებს, ასევე პრეზიდენტის შეხვედრებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციას. სამივე ფოტოგრაფს, ქურციკიძეს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად ფოტოგრაფ ირაკლი გედელიძეს, ასევე გიორგი აბდალაძეს, რომელიც ხელშეკრულებით მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯაშუშობისთვის ოფიციალური ბრალდება წაუყენეს და სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. მეოთხე ფოტოგრაფი, რომელიც დაკავებული იყო, გედენიძის ცოლი, ნათია, დღეს ადრე გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG