Accessibility links

logo-print

ისრაელში გერმანიიდან ჩასული პროპალესტინური აქტივისტები დააკავეს


ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში დღეს დააკავეს 35 პროპალესტინურად განწყობილი აქტივისტი, რომლებიც იქ გერმანიიდან ჩავიდნენ. ამ დაკავებით ისრაელის ხელისუფლება ცდილობს, შეაკავოს უპირატესად ევროპიდან ჩასული აქტივისტების ტალღა. ისრაელში ჩასულები აპირებენ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე. შეკრების ორგანიზატორები 600 მონაწილეს მოელიან. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასულ ორ დღეში დაკითხეს 400 აქტივისტი. მათგან 124 დააკავეს. ექვსი შინ გაბრუნეს. დანარჩენებს ისრაელში შესვლის ნება დართეს.
XS
SM
MD
LG