Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: ალ ყაიდის სტრატეგიული დამარცხების მიღწევას უფრო მივუახლოვდით


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ განაცხადა, რომ ალ ყაიდის „სტრატეგიული დამარცხების“ მიღწევას უფრო მივუახლოვდითო. ეს მან ავღანეთში მოულოდნელი სტუმრობის წინ განაცხადა. პანეტამ, ქაბულში ჩასვლამდე, თანმხლებ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მთავარი ის არის, ბინ ლადენის ჩამოშორების შემდეგ, ამოვიცანით ალ ყაიდის შიგნით სხვა ლიდერები, პაკისტანში და იემენშიც და სხვაგანაცო“ . თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ თუკი მათაც მივწვდით, ვფიქრობ, მართლაც შეგვეძლება მოვუსპოთ მომავალი დადგეგმვის წარმართვაო. პანეტა, რომელმაც რობერტ გეიტსი შეცვალა თანამდებობაზე 1 ივლისს, ავღანეთში ჩავიდა ვიზიტით, სხვათა შორის ამ ქვეყნის პრეზიდენტ, ჰამიდ კარზაისთან მოსალაპარაკებლად. შეხვედრის თემაა ნატოს მეთაურობით მოქმედი კოალიციის ხელში მყოფი ზოგიერთი არეალის ავღანეთის არმიისთვის ჩაბარება, რაც ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება.
XS
SM
MD
LG