Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშარისო სავალუტო ფონდი საბერძნეთს კრედიტის ნაწილს გადაურიცხვას


საერთაშარისო სავალუტო ფონდმა გამოაცხადა, რომ 3 მილიარდ ევროზე მეტს გადაურიცხავს საბერძნეთს საერთო-ევროპული დახმარების ჩარჩოებში. საბერძნეთვს ევროკავშირმა და ფონდმა ერთად გამოუყო 110 მილიარდი დოლარი, რომელიც სამი წლის განმავლობაში გადაერიცხება ვალით დამძიმებულ ქვეყანას. სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ, კრისტინ ლეგარდმა თქვა, რომ საბერძნეთისთვის დახმარებას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს. ფონდის თანახმად, ათენი გარკვეულ წინსვლას აღწევს რეფორმების საკითხში; ფონდი მოელის, რომ 2012 წლისთვის საბერძნეთი პირველ დადებით ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს.
XS
SM
MD
LG