Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„News Of The World“-ის ბოლო ნომერი გამოვიდა


ბრიტანეთის გაზეთ „News Of The World“-ის ბოლო ნომერი იყიდება დღეს ჯიხურებში და სრულდება ტაბლოიდის სენსაციური ამბების და სკანდალების 168 წლიანი ისტორია. ნგაზეთის დღევანდელი ნომრის მთავარ გვერდზე დტდი ასოებით წაიკითხავთ, „გმადლობთ და მშვიდობით“. სარედაქციო წერილში, რომელსაც მთელ გვერდი უჭირავს, ბრიტანეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ტირაჟით გამომავალი გაზეთი მკითხველს ბოდიშს უხდის და სატელეფონო საუბრების მოსმენის გამო სკანდალითვის, რამაც გაზეთის დახურვა გამოიწვია. გაზეთის დახურვის შესახებ გამომცემელმა“ ნიუს ინტერნეშნელმა" გასულ კვირას გამოაცხადა. კვირას გაზეთის ხუთი მილიონი ცალი დაიბეჭდა, რითაც გაორმაგდა ტირაჟი. შესული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ამის ფონზე ლეიბორისტულმა პარტიამ მოითხოვა დაუყოვნებლივ დაიწყოს სატელეფონო საუკრების მოსმენის საქმის გამოძიება, რათა გაზეთის დახურვის შემდეგ არ დაიკარგოს დამამტკიცებელი საბუთები. მთვარობამ გამოაცხადა, რომ ის მოქმედებს რაც შეიძლება სწრაფად, და რომ უკვე გადადგმულია ნაბიჯები საქმის მწარმოებელი მოსამართლის დასანიშნად.
XS
SM
MD
LG