Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი კონგრესმენები კომპრომისზე მიდიან ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების საკითხში


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრებმა, რომლებიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების საკითხზე მუშაობენ, განაცხადეს, რომ აღარ ესწრაფვიან შემცირების 4 ტრილიონიან პაკეტს, რომელიც ათ წელიწადზეა გათვლილი.რესპუბლიკელები წინააღმდეგი არიან ყოველგვარი გეგმისა, რომელიც გადასახადების გაზრდას მოიტანს. პალატის წარმომადგენელმა, ჯონ ბიონერმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამცნო, რომ შეთანხმება ორი ტრილიონის გარშემო უფრო რეალისტური იქნება. ბიონერის განცხადება გაკეთდა ერთი დღით ადრე, სანამ ის და პალატის და სენატის შვიდი სხვა ლიდერი თეთრ სახლში მოლაპარაკებას გამართავენ აზრთა არსებული სხვადასხვაობის დაძლევის მიზნით. თეთრი სახლის პასუხის თანახმად, პრეზიდენტი ობამა გააგრძელებს მოქმედებას, რათა რაც შესაძლება მეტი გაკეთდეს დეფიციტის შესამცირებლად.
XS
SM
MD
LG