Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიტნერი: აშშ-ის ვალის თაობაზე გარიგება აუცილებელია


აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ტიმოთი გაიტნერმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუ არ მოხერხდა მორიგება ვალის გაზრდის თაობაზე ორ აგვისტოს, ამან შეიძლება ეკონომიკას კატასტროფული ზარალი მიაყენოს. გაbტნერმა „ენ-ბი-ის“ პროგრამაში თქვა, რომ რესპუბლიკელებს თეთრს სახლთან მორიგები გარდა არ აქვს სხვა ალტერნატივა: „თუკი კონგრესმა ორ აგვისტოს არ გადადგა ნაბიჯი, კრედიტის შემფასებელი უწყებები, პირველად ისტორიაში, ჩვენს კრედიტს შეამცირებენ. ეს თუ მოხდა, მოწმე გახდებით კატასტროფული ზარალისა აშშ-ის და მსოფლიო ეკონომიკისთვის. მორიგების ჩაშლა დაუშვებელია“. აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელებს და დემოკრატებს განსხვავებული პოზიცია აქვთ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების თაობაზე. პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის ლიდერებთან ვალის თაობაზე შეთანხმების შესახებ დღეს მოილაპარაკებს.
XS
SM
MD
LG