Accessibility links

logo-print

აშშ პაკისტანს სამხედრო დახმარების ნაწილს შეუჩერებს


აშშ-მა გამოაცხადა, რომ შეუჩერებს პაკისტანს სამხედრო დახმარების ნაწილს. თეთრმა სახლმა ამის თაობაზე განცხადება გააკეთა მას მერე, რაც გაზეთი ნიუ იორკ ტაიმსი იუწყებოდა, რომ ვაშინგტონმა შეიძლება შეუჩეროს პაკისტანს გამოყოფილი სამხედრო დახმარება. თეთრი სახლის კანცელარიის უფროსმა, ბილ დელიმ თქვა, რომ „პაკისტანმა გადადგა ნაბიჯები, რამაც მიზეზი მოგვცა, გარკვეული დახმარება შეგვეჩერებინა“. ნიუ იორკ ტაიმსი წერდა, რომ აშშ შეაჩერებს ან გააუქმებს 800 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას და აღჭურვილობას. ეს იმ 2 მილიარდი დოლარის ნაწილია, რომელიც აშშ-მა უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით გამოუყო პაკისტანს.
XS
SM
MD
LG