Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაკარგული გამნაღმველების ბედი გაურკვეველია


ურთიერთანსხვავებული ცნობები ვრცელდება ავღანეთში, ფარაჰის პროვინციაში გატაცებული 26 გამნაღმველის ბედის გარშემო. ფრანცპრესი, ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ პოლიციამ და თემის უხუცესებმა მიაკვლიეს შვიდი მათგანის თავმოკვეთილ გვამებს. როიტერსი იუწყება, რომ მხოლოდ ექვსი გვამი ნახეს. მას მოჰყავს პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ნათქვამი, რომ გვამები არ იყო თავმოკვეთილი.
XS
SM
MD
LG