Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატლანტისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუპირაპირდა


აშშ-ის კოსმოსური ხომალდ „ატლანტისმა", თავისი ბოლო მისიის ჩარჩოებში მიაღწია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და შეუპირაპირდა მას. მან იქ მიიტანა წლიური მარაგი, სხვათა შორის ოთხი ტონა სურსათი და სათადარიგო ნაწილები. სულ მცირე შვიდი დღის შემდეგ "ატლანტისი" კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება და მუშაობას შეწყვეტს. პირველი მისია 1981 წელს შესრულდა. სანამ მისი შემცვლელი აიგება, აშშ, კოსმოსში ასტრონავტების გაყვანისას დამოკიდებული იქნება რუსეთის ხომალდებზე.
XS
SM
MD
LG