Accessibility links

logo-print

ეგვიპტელები იმედგაცრუებას გამოთქვამენ მთავრობის მიმართ


ეგვიპტის ქალაქ სუეცში დღეს არმიამ ჰაერში ისროლა, რათა დაეშოშმინებინა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები, რომლებიც ქვებს ისროდნენ. ადამიანების ჯგუფმა გადაკეტა სუეცის და წითელი ზღვის მთავარი საზღვაო ნავსადგურის შემაკავშირებელი ავტომაგისტრალი. არმიის თქმით, მოგვიანებით გზა გაიწმინდა ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დედაქალაქ ქაიროში დემონსტრანტებმა გადაკეტეს ერთ-ერთ სამთავრობო შენობასთან მისასვლელი. ისინი იმუქრებოდნენ, რომ დაიკავებდნენ იქვე მდებარე სამთავრობო შენობას და ტელევიზიას, თუკი არ შესრულდება მათი მოთხოვნები. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ, აღსრულდეს მართლმსაჯულება იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისგებელია იანვარსა და თებერვალში საპროტესტო გმაოსვლების დროს 900- მდე ადამიანის მკვლელობისთვის.
დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოხატავენ რეფორების გატარების ტემპითაც.
XS
SM
MD
LG