Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ერაყში ჩავიდა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლეონ პანეტა ერაყში ჩავიდა მოულოდნელ ვიზიტად. ის მოლაპარაკებას გამართავს ერაყის ხელისუფლებთან აშშ-ის ჯარის მომავალი ბედის შესახებ ამ ქვეყანაში. პანეტა ხვდება ასევე იქ მომსახურე ამერიკელ სამხედროებს. შეთანხმებით, ერაყი აშშ-ის სამხედროებმა წლის ბოლოს უნდა დატოვონ. ახლა ერაყში 46 ათასია მათი რიცხვი. პანეტა თავდაცვის მინისტრი პირველ ივლისს გახდა. ის მანამდე დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი იყო.
XS
SM
MD
LG