Accessibility links

სირიის ჯარებმა რეიდი განახორციელეს ქალაქ ჰომსში


სირიელი აქტივისტების განცხადებით, ჯარისკაცებმა მოკლეს, სულ ცოტა, ერთი სამოქალაქო პირი ქალაქ ჰომსში ღამე განხორციელებული რეიდისას. ადამიანის უფლებათა მეთვალყურე ორგანიზაციის ცნობით, 20 ადამიანი დაიჭრა, როცა ადგილობრივმა მოსახლეებმა სცადეს, გაქცეოდნენ ჯარისკაცებს, რომლებიც დაჯავშნული ავტომანქანებიდან ავტომატური იარაღით ისროდნენ საცხოვრებელ უბნებში. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური რეიდი მას შემდეგ, რაც ჰომსში ორი თვის წინ შეიჭრნენ სამხედროები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ჩასახშობად. კვირას სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაიწყო მოლაპარაკება ოპოზიციურ ჯგუფებთან, თუმცა, წამყვანი ოპოზიციონერები თავს არიდებენ შეხვედრებს. მთავრობის ინციატივით გამართულ ორდღიან მოლაპარაკებაში, რომელსაც „ეროვნული დიალოგი“ უწოდეს, მონაწილეობდნენ უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები, აგრეთვე რამდენიმე ინტელექტუალი და შედარებით ნაკლებად გავლენიანი ოპოზიციონერები.
XS
SM
MD
LG