Accessibility links

logo-print

ერაყში აშშ-ის ჯარები მონაწილეობენ შიიტ მეამბოხეებთან ბრძოლაში


აშშ-ის ჯარები ერაყში ახორციელებენ იერიშებს შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ თითქმის ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დასრულდა ერაყში ამერიკელების საბრძოლო ოპერაციები. შიიტ მეამბოხეებთან ბრძოლის შესახებ განცხადება დღეს, ერაყში ვიზიტისას გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ახორციელებენ ოპერაციებს როგორც ერაყის უშიშროების ძალებთან ერთად, ისე დამოუკიდებლად. ერაყში შიიტი მეამბოხეების მხარდაჭერაში ირანს ადანაშაულებენ, თუმცა ირანი უარყოფს ბრალდებას, თითქოს იარაღსა და ტყვია-წამალს აწვდიდეს ექსტრემისტებს ერაყსა და ავღანეთში. ამერიკელმა სამხედროებმა გასული წლის აგვისტოში დაასრულეს საბრძოლო ოპერაციები, თუმცა ერაყში რჩება 46 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსასმახურე. მათ, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში მოუწევთ ერაყიდან წასვლა, თუ მანამდე არ გაფორმდება ახალი შეთანხმება ბაღდადსა და ვაშინგტონს შორის.
XS
SM
MD
LG