Accessibility links

პაკისტანი აცხადებს, რომ არ ჭირდება აშშ-ის სამხედრო დახმარება


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, უშიშროების ძალებს შესწევთ ძალა, იბრძოლონ აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე. ეს განცხადება მოჰყვა ინფორმაციას, რომ ვაშინგტონმა ერთი მესამედით - 800 მლნ დოლარით შეამცირა ისლამაბადისთვის განსკუთვნილი სამხედრო დახმარება. პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ ასევე, რომ მათ არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინება ამ გადაწყვეტილების თაობაზე. ვაშინგტონში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა, ბილ დეილიმ დაადასტურა, რომ პაკისტანისათვის განკუთვნილი დახმარება მცირდება მას შემდეგ, რაც გაზეთმა „ ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ცნობა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დაახლოებით მესამედით იკვეცება 2 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური დახმარება პაკისტანის უსაფრთხოებისათვის.
XS
SM
MD
LG