Accessibility links

logo-print

შოთა უტიაშვილი: ფოტოგრაფები არა ჟურნალისტები, არამედ ჩინოვნიკები არიან


დაკავებულ ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძეს ჟურნალისტებად არ მიიჩნევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ინტერნეტგამოცემა ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში შოთა უტიაშვილი განმარტავს, რომ გედენიძესა და აბდალაძეს საიდუმლო ინფორმაციებზე ხელი სწორედ იმის გამო მიუწვდებოდათ, რომ ისინი სახელმწიფო მოხელეებად ითვლებოდნენ და კანონი მათ საიდუმლო ინფორმაციის გახმაურებას უკრძალავდა, ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკებს. ”მერწმუნეთ, ეს ისტორია ჩვენ არანაირად არ გვახარებს. უაზრობაა, რომ თავი შევირცხვინოთ და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი უმიზეზოდ დავაპატიმროთ. ქურციკიძე დიდი სტაჟის მქონე აგენტია. მან ჩაითრია დანარჩენი ორი. გედენიძეს ჰქონდა არჩევანი - ან უნდა შეეტყობინებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მას აშანტაჟებდნენ, ანდა გაეგრძელებინა. მან მეორე ვარიანტი აირჩია”, - უთხრა უტიაშვილმა ”კომერსანტს”. უტიაშვილი განმარტავს, რომ ასეთ საქმეებთან დაკავშირებით ყოველთვის მცირე ინფორმაცია ვრცელდება. ”ვერავინ და ვერასდროს გახსნის ამ დოკუმენტების შინაარსს. სავარაუდოდ გამოძიებაც და სასამართლო პროცესიც ჩაივლის გრიფით ”საიდუმლო”. რადგანაც საქმე შეეხება ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს მოიცავს,” - ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.
XS
SM
MD
LG