Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი აბდალაძეს აშშ-ის ელჩის იმედი აქვს


დაკავებული ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე დახმარების თხოვნით მიმართავს შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასს. ”უკვე მეხუთე დღეა ჯაშუშობის დაუსაბუთებელი ბრალდებით პატიმრობაში ვიმყოფები და მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მშრალ შიმშილობას”, - ვკითხულობთ გიორგი აბდალაძის მიმართვაში, რომელიც 11 ივლისს ”ალია ჰოლდინგმა” გაავრცელა. დაკავებული ფოტოგრაფი საკუთარ უდანაშაულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და შეახსენებს ჯონ ბასს, რომ სწორედ აშშ-ის დახმარებით გაათავისუფლეს ის ”ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ოსი სეპარატისტების ტყვეობიდან...” ”და თუ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეძელით ჩემი დახსნა, იმედი მაქვს, თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული იმიჯის მქონე ლიდერის ტყვეობიდანაც დამიხსნით”, - ვკითხულობთ მიმართვაში. 11 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აბდალაძე აღნიშნავს, რომ ის არის ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს, "ასოშიეიტიდ პრესის" სტრინგერი და ქართული "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი ”და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი”, როგორც მას ოფიციალური უწყებები მოიხსენიებენ.
XS
SM
MD
LG