Accessibility links

logo-print

სრებრენიცაში პატივს მიაგებენ 1995 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას


დღეს 40 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში, 1995 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. ბოსნიელი და უცხოელი ოფიციალური პირები ხოცვა-ჟლეტის 8000-მდე მაჰმადიანი მსხვერპლის ახლობლებთან ერთად დაესწრნენ ცერემონიას პოტოკარის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალულია დახოცილთა ნახევარზე მეტი. დღევანდელი სამგლოვიარო ცერემონიის მსვლელობაში მიწას მიაბარეს კიდევ 613 მსხვერპლი. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მიჩნეულია ყველაზე მასშტაბურ მასობრივ მკვლელობად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღევანდელ ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე სერბიაში დააპატიმრეს ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდალი რატკო მლადიჩი, რომელიც მიჩნეულია ხოცვა-ჟლეტაზე მთავარ პასუხისმგებელ პირად.
XS
SM
MD
LG