Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობის მომხრეები თავს დაესხნენ აშშ-ისა და საფრანგეთის საელჩოებს


სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მომხრე დემონსტრანტები თავს დაესხნენ დამასკში აშშ-ისა და საფრანგეთის საელჩოებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დემონსტრანტებმა ფანჯრები ჩაამსხვრიეს და სირიის დროშა აღმართეს შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეტაკება მოხდა უშიშროების ძალებთან, როცა მთავრობის მომხრე დემონსტრანტებმა სცადეს, შეჭრილიყვნენ საფრანგეთის საელჩოს შენობაში. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, მცველებმა სროლა დაიწყეს თავდამსხმელების მოსაგერიებლად. დღევანდელი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა სირიაში აშშ-ისა და საფრანგეთის ელჩების გასული კვირის ვიზიტს ოპოზიციონერებთან ქალაქ ჰამაში, რომელიც ცენტრალურ სირიაში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG