Accessibility links

logo-print

ევროსაბჭო მიესალმება რელიგიური კონფესიების შესახებ კანონის მიღებას


საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, მიკაელ იენსენი და კასტრიოტ ისლამი დადებითად აფასებენ სამოქალაქო სამართალში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმად, საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. იენსენისა და ილსამის განცხადებაში, რომელიც 11 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილება შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას და ასახავს „მნიშვნელოვან გაუმჯობესებას“ საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის.
XS
SM
MD
LG