Accessibility links

logo-print

დღესვე უნდა გადაწყდეს ჟურნალისტებთან მერაბიშვილის შეხვედრის საკითხი


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში შეიტანეს განცხადება მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის თხოვნით. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძისაგან მიღებულ ცნობას ეყრდნობა, ჟურნალისტებთან მინისტრის შეხვედრის საკითხი გადაწყდება თბილისში მერაბიშვილის დაბრუნების შემდეგ. თბილისში მერაბიშვილის ჩასვლა დღესვეა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG