Accessibility links

logo-print

ეკლესიის წმინდა სინოდმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო


„წმინდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის,“- ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელიც 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ იქნა სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე. „საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე,“- ნათქვამია სინოდის დადგენილებაში, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა „მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან.“ სინოდი გამოდის ინიციატივით, რათა „სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით“ და „შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას“.
XS
SM
MD
LG