Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვთან შეხვედრამდე ობამა მედვედევს ტელეფონით ესაუბრა


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლის პრეს-სამსახური: ”პრეზიდენტი ობამა დღეს რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს ესაუბრა იმისათვის, რომ განეხილა საკითხთა ფართო სპექტრი და თანაგრძნობა გამოეხატა თბომავალ ”ბულგარიას” კატასტროფის გამო. პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ მედვედევს ლიბიაში რუსეთის შუამავლობის მცდელობის გამო, ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებებს, რომელიც ლიბიაში კადაფის გადადგომის შემთხვევაში დემოკრატიულ გარდაქმნებს შეუწყობს ხელს. პრეზიდენტმა ობამამ გამოხატა მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის საკითხში პრეზიდენტ მედვედევის შუამავლობის მცდელობის გამო და განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ჩარშო შეთანხმების მიღწევის მცდელობას, რაც კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების საფუძველი გახდებოდა. ორმა პრეზიდენტმა აგრეთვე განიხილა სუდანისა და ავღანეთის საკითხები და ორი ქვეყნის საერთო ამოცანები აღნიშნულ ქვეყნებში. პრეზიდენტებმა განიხილეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ცნობილი საკითხები და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების ყველა ასპექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას. დასასრულ, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ოთხშაბათს თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას”.
XS
SM
MD
LG