Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმა


ავღანეთში მოკლეს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის უმცროსი ძმა, აჰმად ვალი კარზაი, რომელიც ყანდაარის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ყანდაარის პროვინცია მდებარეობს სამხრეთ ავღანეთში. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, მას ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ აჰმად ვალი კარზაი ყანდაარში, შინ მოკლა საკუთარმა მცველმა. მაგრამ ავღანეთის დაზვერვის სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტის ძმას დღეს დილას ესროლა „სტუმარმა“, რომელიც მასთან სახლში იყო მისული. მოგვიანებით ის მცველებმა მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. აჰმად ვალი კარზაი დიდი გავლენით სარგებლობდა ავღანეთში. ამასთან, მას ხშირად ადანაშაულებდნენ კორუფციაში.
XS
SM
MD
LG