Accessibility links

logo-print

სირია გმობს კლინტონის კრიტიკას, როგორც „წამქეზებლობის აქტს“


სირია გმობს და „წამქეზებლობის აქტად“ მიიჩნევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის კრიტიკას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მისამართით. კლინტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ ასადმა და მისმა რეჟიმმა ლგიტიმაცია დაკარგეს და რომ ისინი „შეუცვლელი არ არიან“. კლინტონის განცხადებით, "თუ ვინმეს, მათ შორის პრეზიდენტ ასადს ჰგონია, თითქოს შეერთებული შტატები ჩუმად იმედოვნებდეს, რომ რეჟიმი თავს დააღწევს ამ არეულობას, რათა გააგრძელოს სისასტიკე და რეპრესიები - ძალიან ცდება. პრეზიდენტი ასადი შეუცვლელი არ არის და ჩვენ არაფერი მოგვიმოქმედებია იმის ხელშესაწყობად, რომ ის ხელისუფლების სათავეში დარჩეს.“ იქვე კლინტონმა ეჭვი გამოთქვა, რომ ასადი შეასრულებს დანაპირებს და რეფორმებს განახორციელებს, როგორც ამას მოითხოვენ მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე.
XS
SM
MD
LG