Accessibility links

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში დაკავებულ ჟურნალისტებზე


საქართველოში ფოტორეპორტიორების დაკავებაზე შეკითხვით დაიწყო 11 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიური ბრიფინგი. დეპარტამენტის წარმომადგენელ ვიქტორია ნულანდს ჰკითხეს: ”შეკითხვა მაქვს საქართველოზე, ჟურნალისტების დაკავებაზე. ვიცი, რომ პარასკევს უკვე გააკეთეთ კომენტარი. ახლა უკვე მეხუთე დღეა და არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების მთავრობების კომენტარები. რა კომენტარს გააკეთებდით შექმნილ ვითარებაზე და ჰქონდა თუ არა აშშ-ს საშუალება თავისი პოზიცია და გზავნილი მიეწვდინა როგორმე საქართველოს მთავრობისთვის?”. ვიქტორია ნულანდის პასუხი: ”მართალია, ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიცია, როცა გასულ კვირაში შეკითხვა დაგვისვეს. ეს არის საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის. რაც ეხება ამ ადამიანების მიმართ მოპყრობას, იცით, რომ ჩვენ მედიის თავისუფლების გვჯერა; თუმცა, სინამდვილეში, მედიის თავისუფლებასთან შეუსაბამო მოქმედება რომ ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში ვისურვებდით გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ სასამართლო პროცესს”.
XS
SM
MD
LG