Accessibility links

ბრიუსელში მსჯელობენ ევროს გამყარებისაკენ მიმართულ ზომებზე


ბრიუსელში იმართება ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც მსჯელობენ იტალიაში ბიუჯეტის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე და საერთო ვალუტის, ევროს გამყარების გზებზე. დღეს მსოფლიოს საფინანსო ბირჟებზე ევროს კურსის შემცირება აღირიცხა. ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ოლი რენმა განაცხადა, რომ ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ ევროს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება იტალიის საკითხს, ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ჯულიო ტრემონტიმ ადრე დატოვა დღევანდელი მოლაპარაკება, მისივე განმარტებით, რომში დასაბრუნებლად და საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგ მკაცრ ზომებზე მუშაობის დასასრულებლად.
XS
SM
MD
LG