Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს სირიაში საელჩოებზე თავდასხმას


გაეროს უშიშროების საბჭომ "უკიდურესად მკაცრად" დაგმო დღეს სირიაში აშშ-ის და საფრანგეთის საელჩოებზე ამ კვირაში დემონტრანტთა თავდასხმა. პროტესტი უკავშირდებოდა აშშ-ის და საფრანგეთის ელჩების ვიზიტს გასულ კვირაში სირიის ქალაქ ჰამაში, სადაც ოპოზიციის ძალები არიან გამაგრებული. საბჭოს განცხადებაში სირიის მთავრობას 15 წევრი სახელმწიფო მოუწოდებს, დაიცვას დიპლომატიური საკუთრება და პერსონალი. გაეროში სირიის ელჩმა თქვა, რომ სირია ცდილობს დაიცვას საელჩოები და რომ ზოგიერთი დემონსტრანტი პასუხისგებაშია მიცემული. თეთრმა სახლმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას მიუღებელი უწოდა. თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯეი კორნი:
„თავდასხმა, ან თავზეხელაღებული პირების იერიში საელჩოზე, მიუღებელია. ცხადად ვუთხარით სირიის მთავრობას, რომ ის არის პასუხისმგებელი და საერთოდ, მასპინძელი ქვეყანაა პასუხისმგებელი მთელ მსოფლოში, უზრუნველჰყოს და შეინარჩუნოს უცხო ქვეყნების, ამ შემთხვევაში, აშშ-ის საელჩის უსაფრთხოება“, თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კორნიმ. ორშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ასადმა და მისმა რეჟიმმა დაკარგა ლეგიტიმურობა და ის შეუცვლელი არ არის.
XS
SM
MD
LG