Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

45-წუთიანი სტვენა პარლამენტის წინ


ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მედიაპროგრამების ხელმძღვანელები, მედიაგამომცემლები, მედიასკოლის წარმომადგენლები - დაახლოებით 100-მდე ადამიანი - პარლამენტის წინ ყვითელი და ლურჯი სასტვენებით მივიდნენ და უსტვენდნენ.

არ ყოფილა სიტყვით გამოსვლები, ლოზუნგები, მიკროფონში მოწოდებები; აქციის მონაწილეები, უბრალოდ, უსტვენდნენ.

სტვენა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, არ შეწყვეტილა. სახით ქუჩისკენ, ხან სახით პარლამენტისკენ, დაახლოებით 30-მდე ადამიანი შემაღლებულზე იდგა და უსტვენდა.
წინასწარ არაფერი უთქვამთ. ერთადერთი, გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა იქნება. არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა ან ვინ იქნება სამინისტროს მხრიდან...

რამდენიმეწამიან რამდენიმე შეყოვნებას თუ არ ჩავთვლით, სტვენა პარლამენტის შენობის წინ ყველაზე გრძელი და გაბმული სტვენაა, რაც ოდესმე მომისმენია. თუმცა, ბუნებრივია, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან, სტვენა კი გრძელდება.

ვინ რა მოიტანა: ზოგმა მაისური, რომელზეც ფოტოაპარატია გადახაზული, ზოგმა მოზრდილი ფორმატის თეთრი ტრანსპარანტი, ფლომასტერით გაკეთებული თუ დაბეჭდილი წარწერებით, ზოგმა სასტვენი. ტრანსპარანტებზე წერია: „არ არის სურათები, არ არის დემოკრატია“, „ვინ არის შემდეგი“, „თავისუფლება ფოტოგრაფებს“, „მოხსენით გრიფი - „საიდუმლო“ საქმეს“.

კოალიცია, რომელმაც "სტვენის აქცია" მოაწყო და დაგეგმა და რომელიც რამდენიმე მედიაექსპერტისა და მედიაგამომცემლისგან შედგება, ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბასს, ხვდებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს, მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროში და ითხოვენ შეხვედრას სამინისტროს მაღალჩინოსნებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს უკავშირდება კოალიციის წევრებს და ატყობინებს, რომ სამინისტრო მზადაა შეხვდეს კოალიციის წევრებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კოალიციის ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეხვდება.

კოალიცია დღეს, ერთსაათიანი აქციის დაშლის შემდეგ, ცალკე, დახურულ კარს მიღმა, ჯგუფის სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას. კოალიცია განიხილავს სხვადასხვა ვერსიას იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ. ჩვენ ვუკავშირდებით ზვიად ქორიძეს კოალიციის შეხვედრის დროს.
აქცია პარლამენტთან

ზვიად ქორიძე: წინასწარ არაფერი უთქვამთ. ერთადერთი, გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა იქნება. არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა ან ვინ იქნება სამინისტროს მხრიდან.

ჟურნალი „ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსს შოთა უტიაშვილს ესაუბრება. უტიაშვილი ყოველგვარ კავშირს ამ საქმისა ფოტოგრაფების პირდაპირ საქმიანობასთან, ანუ ფოტოებთან, გამორიცხავს. „ლიბერალთან“ ის ამბობს, რომ მიდის მუშაობა იმაზე, რომ რაღაცებს გრიფი მოეხსნას და საზოგადოებამ მეტი გაიგოს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გააცნობენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისულ კოალიციის წევრებს საქმის მასალების ნაწილს.
XS
SM
MD
LG