Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბულგარიის" დაღუპულ მგზავრთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა


12 ივლისი რუსეთში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული თბომავალ „ბულგარიის“ ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. მსხვერპლის დადასტურებული რაოდენობა 90-ია. როგორც საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, ბოლო მონაცემებით, გემზე არა 208, არამედ 192 ადამიანი იყო. მოხერხდა მხოლოდ 79-ის გადარჩენა. გრძელდება დანარჩენების ძებნა. კატასტროფა კვირას მოხდა მდინარე ვოლგაზე, თათრეთში. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის განცხადებით, გემი გადატვირთული იყო, არ გააჩნდა მგზავრების წაყვანის ლიცენზია და, ამასთან, მარცხენა ძრავა დაზიანებული ჰქონდა, როცა უამინდობის მიუხედავად დაიწყო რეისის შესრულება. იუწყებიან, რომ დააპატიმრეს სამოგზაურო სააგენტოს დირექტორი, ასევე უსაფრთხოებისთვის პასუხიმგებელი პირი. ორივეს მიმართ საქმეა აღძრული. ცალკე საქმე აღიძრა იმ გემების კაპიტნების მიმართ, რომლებმაც ავარიის დროს შემთხვევის ადგილს ჩაუარეს და არ გაჩერდნენ დასახმარებლად. დაღუპულების და დაზარალებულების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდიან.
XS
SM
MD
LG