Accessibility links

logo-print

ქართველი სამართალდამცავი დააკავეს სოფელ კნოლევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით


ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 25 წლის ნინო კობერიძე დაიღუპა, ქართველი სამართალდამცველია დაკავებული. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე მყოფ შსს-ს თანამშრომელს გაწმენდის დროს იარაღი გაუვარდა. მანამდე ამ შემთხვევასთნ დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა. თავდაპირველად სოფელ კნოლევის გამგებელმა, გია გელაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სროლები ცხინვალის რაიონის სოფელ ზნაურიდან ისმოდა. შემდეგ კი შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ სოფელ კნოლევის მიმართულებით სროლებს ადგილი არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG