Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორი თავდასხმას გადაურჩა


ავღანეთში მოეწყო აფეთქება, რომელიც მიმართული იყო ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის, გულაბ მანგალის ავტოკოლონის წინააღმდეგ. როგორც იუწყებიან, დაიჭრა ორი ავღანელი ჯარისკაცი. გუბერნატორი, რომელიც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმის დაკრძალვაზე მიემგზავრებოდა, არ დაშავებულა. აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში. მოგვიანებით ავტოკოლონამ გზა გააგრძელა. დაკრძალვის ცერემონიამ, რომელსაც პრეზიდენტ კარზაისთან ერთად ათასობით ადამიანი დაესწრო, უსაფრთხოების მკაცრი ზომების ფონზე ჩაიარა. კარზაის ძმა გუშინ მოკლეს საკუთარ სახლში, რაზეც თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG