Accessibility links

logo-print

ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ბრალდებული სამართალდამცველი დააკავეს


ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ კნოლევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 25 წლის ნინო კობერიძე დაიღუპა, ქართველი სამართალდამცველი დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ სამართალდამცველს, რომელიც საგუშაგოზე იმყოფებოდა, იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი დაკავებულია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით. ადგილობრივი ხელისუფლების თავდაპირველი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ოკუპირებული ტერიტორიიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. თუმცა როგორც რადიო თავისუფლებას, 12 ივლისს, უთხრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ტყვია, რომელმაც 25 წლის ნინო კობერიძე იმსხვერპლა, ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გაუსვრიათ.
XS
SM
MD
LG