Accessibility links

logo-print

გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა ფოტოკორესპონდენტების დაკავების შესახებ


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ”შეთქმულების თეორიად” მოიხსენია მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ფოტოკორესპონდენტების დაკავება ”პრესის თავისუფალების შეზღუდვას” ან მედიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას წარმოადგენს. ამ შინაარსის კომენტარი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა 12 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. ბოკერიას განცხადებით, "ღრმა შეთქმულების თეორიაა” იმის თქმა, რომ ფოტოგრაფები 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გადაღებისთვის და გავრცელებისთვის დააკავეს. გავიხსენოთ, რომ 26 მაისის მოვლენებს ეს ფაქტი თავად ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი აბდალაძემ, დაუკავშირა და შემდეგ ამგვარი ვარაუდი საზოგადოების წარმომადგენლებმაც არაერთხელ გამოთქვეს. რაც შეეხება პროცესის საჯაროობის საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, "სწორედ იმიტომ არსებობს კანონმდებლობაში გაკეთებული დათქმები, რომ ამ ტიპის საქმეები შეიძლება საჭიროებდეს და აუცილებელიც იყოს, რომ ყველა ინფორმაცია არ გახდეს გამჭირვალე.” ”მე პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. ეს არ არის ჩემი პერსონალური გადაწყვეტილება. ეს არის გამოძიების, ბრალდების, შემდეგ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილება“, – აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია.
XS
SM
MD
LG