Accessibility links

მერდოკის კომპანიამ გადაწყვიტა, უარი თქვას BSkyB-ის შეძენაზე


ავსტრალიელ მილიარდერ რუპერტ მერდოკის კომპანია „ნიუს კორპორეიშნმა“ გადაწყვიტა, აღარ შეიძინოს ბრიტანეთის ფასიანი სატელიტური ტელემაუწყებელი BSkyB. გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა კანონმდებლებმა მოითხოვეს, რომ მერდოკს უარი ეთქვა სატელიტური მაუწყებლის შესყიდვის გეგმაზე მის ერთ-ერთ გაზეთთან დაკავშირებული სკანდალის გამო. სკანდალი, რომელიც ტელეფონების მოსმენამ გამოიწვია, შესაძლოა შეერთებულ შტატებსაც მისწვდეს - ქვეყანას, სადაც განთავსებულია მერდოკის მედიაიმპერიის შტაბბინა. აშშ-ში მერდოკის კომპანიას ეკუთვნის რამდენიმე გავლენიანი მედიასაშუალება, მათ შორის გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ და ტელევიზია „ფოქსი“. ამერიკელი სენატორი ჯონ როკეფელერი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, დარღვეული აქვს თუ არა „ნიუს კორპორეიშნს“ აშშ-ის კანონები.
XS
SM
MD
LG