Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ჟურნალისტების შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან


თბილისში გაიმართა ჟურნალისტების შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმეზე მოსალაპარაკებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებმა უარი მიიღეს ორივე მთავარ მოთხოვნაზე: დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლებასა და საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნაზე. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი დაეთანხმა შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე პრიკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სასამართლო დახურული აღარ იქნება. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ სასამართლო დაიწყება, მაქსიმუმ, ერთ თვეში და პროცესი დაჩქარდება.
XS
SM
MD
LG