Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში სამ აფეთქებას 21 ადამიანი ემხვერპლა


ინდოეთის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ბომბეიში, სულ ცოტა, 21 ადამიანი დაიღუპა და 100 დაიჭრა თითქმის ერთდროულად მომხდარი სამი აფეთქების შედეგად. ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, პალანიაპან ჩიდამბარამის განცხადებით, საქმე ეხება „ტერორისტების კოორდინირებულ თავდასხმებს“ და მსხვერპლის რაოდენობა, ალბათ, გაიზრდება. მაჰარაშტრას შტატის მთავარმა მინისტრმა, პრიტრივაჯ ჩავანმა, მომხდარს უწოდა, „ინდოეთის სუვერენინეტის გამოწვევა“. აფეთქებები დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მან ინდოეთს დახმარება შესთავაზა “ მცდელობებში, მართლმსაჯულებას გადასცეს საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები“. აფეთქებები დაგმეს პაკისტანის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ასიფ ალი ზარდარიმ და იუსუფ რაზა გილანიმ.
XS
SM
MD
LG