Accessibility links

logo-print

აშშ-ის პაკისტანის სამხედრო მეთაურები ერთმანეთს შეხვდნენ


აშშ-ის და პაკისტანის მაღალი რანგის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ მას მერე, რაც აშშ-მა შეამცირა პაკისტანისთვის სამხედრო დახმარების, 2 მილიარდი დოლარის მესამედი. აშშ-ის საელჩო ისლამაბადში იუწყება, რომ აშშ-ის სამეთაურო ცენტრის ხელმძღვანელი, საზღვაო ფლოტის გენერალი, ჯეიმს მატისი შეხვდა პაკისტანის არმიის მეთაურს, გენერალ აშფაყ პარვეზ კაიანის და შტაბების გაერთიანების მეთაურს, გენერალ ხალიდ შამიმ ვაიენს. საელჩოს ცნობით, მატისის სტუმრობის მიზანი იყო ორ არმიას შორის ახლანდელი ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ აზრთა გაზიარება და მომავალი გზების დასახვა. უფრო ადრე გამოცხადდა, რომ სამსახურებს შორისო დაზვერვის უწყების მეთაური, გენერალი აჰმად შუჯა პაშა აშშ-ში გაემგზავრა, "დაზვერვის საკითხების კოორდინირების" მისიით.
XS
SM
MD
LG