Accessibility links

logo-print

"ზესტაფონმა" კიშინიოვის "დაჩია"ანგარიშით 3:0 დაამარცხა შინ


საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში, „ზესტაფონმა,“ გათამაშების დებიუტანტმა, ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მეორე წინასწარ წრეში წარმატებით იასპარეზა და მეტოქე, კიშინიოვის „დაჩია“ შინ დაამარცხა ანგარიშით 3:0. თამაშის პირველ ნახევარში ორი გოლი სტუმართა კარში გაიტანა ჯაბა დვალმა. მეორე ნახევარში, მესამე გოლით, ნიკოლოზ გელაშვილმა გამოიჩინა თავი. საპასუხო მატჩი კიშინიოვში ერთ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG