Accessibility links

logo-print

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ბავშვების გაშვილების წესებზე


აშშ და რუსეთმა დღეს დაასრულეს უთანხმოება გაშვილებული რუსი ბავშვების თაობაზე. მორიგება მოჰყვა ვაშინგტონის თანხმოაბს, რომ გაიზარდოს ასეთ ბავშვებზე მეურვეობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტს ვაშინგტონში. კლინტონმა თქვა, რომ შეთანხმება იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას მეთვალყურეობა გაეწიოს რუსეთში ნაშვილები ბავშვების დაცვას და ზრდის გამჭვირვალობას ყველა მხარისთვის, რომელიც გაშვილების პროცესშია ჩართული. შარშან რუსეთში მღელვარება გამოიწვია ფაქტმა, რომ ამერიკელმა, ტენესის შტატის მკვიდრმა ქალმა, რომელმაც ბავშვი იშვილა რუსეთში, უკან გააბრუნა შვიდი წლის ბიჭუნა მოსკოვში, თვითმფრინავით, თანმხლების გარეშე, განაცხადა რ,ა რომ აღარ სურს იყო მისი დედა.
XS
SM
MD
LG