Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის სასამართლომ გადადო ასანჟის აპელაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება


ლონდონის სასამართლომ გადადო საინტერნეტო პროექტის, ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის, მისი შვედეთში ექსტრადიციის გამო, აპელაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება. შვედეთში ასანჟის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გაუპატიურების და სექსუალური დანააშულის ბრალდებით. ორდღიანი მოსმენების შემედეგ მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით გამოაცხადებს, მაგრამ როდის მოხდება ეს, არ უთქვამს. ასანჟი დეკემბერში დააპატიმრეს ლონდონში. ის აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. ვიკილიკსმა აშშ-ის სხვადასხვა უწყების ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა ინტერნეტში.
XS
SM
MD
LG