Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი დღეს მსოფლიო დიპლომატიურ ტურს იწყებს


აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ვაშინგტონს დატოვებს და თავის მორიგ მსოფლიო დიპლომატიურ ტურს შეუდგება. თავდაპირველად ის თურქეთს ეწვევა. კლინტონი სტამბოლში დაესწრება ე.წ. ”ლიბიის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. შაბათს ის ოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ძირითად საკითხებს შორის წინასწარ სახელდება ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მცდელობები, თურქეთის დაძაბული ურთიერთობა ისრაელთან და ირანთან და აგრეთვე - სასტიკი მოპყრობა სირიაში რეფორმების მხარდამჭერი დემონსტრანტების მიმართ. სტამბოლში ყოფნისას კლინტონი ”ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის” ხელმძღვანელთან ერთად დაესწრება ღონისძიებას, რომელის რეგლიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თურქეთიდან ჰილარი კლინტონი საბერძნეთში გაემგზავრება და იქ კვირას გამართავს მოლაპარაკებებს, რომლის თემაც ამ ქვეყნის ფინანსური კრიზისი იქნება. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ინდოეთს ეწვევა იმისათვის, რომ განაახლოს აშშ-ინდოეთის სტრატეგიული დიალოგი. ყურადღება გამახვილდება ინდოეთის როლზე პაკისტანსა და ავღანეთში სტაბილურობის მიღწევაში. ინდოეთის შემდეგ კლინტონი ჩავა ინდონეზიაში და კუნძულ ბალიზე მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის უსაფრთხოების რეგიონულ კონფერენციაში. დაგეგმილია შეჩერება კონგ კონგშიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში 25 ივლისს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG