Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში სამი აფეთქება მოხდა


ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ოთხშაბათს ქალა მუმბაიში მომხდარ აფეთქებებზე. პალანიაპან ჩიდამბარამმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფეთქებები სამ სხვადასხვა ადგილას მოხდა და ეს ”კოორდინირებული ტერორისული აქტი” იყო. მისივე თქმით, ხელისუფლება არ ფლობდა წინასწარ სადაზვერვო ინფორმაციას მოსალოდნელ აფეთქებებზე. მინისტრის თანახმად, აფეთქებებმა 17 ადამიანი იმსხვერპლა. დაჭრილია 131. გაერო და აშშ-ის პრეზიდენტი გმობენ მუმბაიში მომხდარს.
XS
SM
MD
LG